logo_geo
eng_logo
რა ადგილებში აიკრძალება მოწევა?
- +

28 ივნისი. 2016. 10:31



საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც  „თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, სხვადასხვა საზოგადოებრივი და საჯარო სივრცეებში მოწევის სრულად ან ნაწილობრივ აკრძალვას გულისხმობს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტმა კანონპროექტი დაამტკიცა.



2017  წლის 1 ივლისიდან სასტუმროებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა აიკრძალება სასტუმროს ნომრების არანაკლებ 50 პროცენტში.


2017 წლის 1 ივლისიდან საჯარო დაწესებულებების, კაფე-ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კაზინოების, სილამაზის სალონების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების შენობა-ნაგებობებში დასაშვებია როგორც მოწევის სრული აკრძალვა, ისე სპეციალურად მოსაწევი ადგილის გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: არ უნდა იკავებდეს დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს; სრულად გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან, ტერიტორიისგან; უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.


2018 წლის 1 იანვრიდან კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში დასაშვებია როგორც მოწევის აკრძალვა, ისე სპეციალური მოსაწევი ადგილის გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს; საერთო ფართის 20%-ზე მეტს; სრულად გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან, ტერიტორიისგან; უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.


2018 წლის 1 იანვრიდან კერძო ოფისების, ქარხანა-ფაბრიკების, საამქროების, საწყობების, ტერმინალების და სხვა მსგავსი დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში დასაშვებია, როგორც მოწევის სრული აკრძალვა, ისე სპეციალური მოსაწევი ადგილის გამოყოფა, რომელიც უნდა აკმაყოფილებდს შემდეგ მოთხოვნებს; დაწესებულების საერთო ფართის 20%-ზე მეტს; სრულად გამიჯნული უნდა იყოს დაწესებულების სხვა ნაწილებისაგან, ტერიტორიისგან; უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა.


2018 წლის 1 იანვრიდან სტადიონების ხელმძღვანელებს შეუძლიათ როგორც მოწევის სრული აკრძალვა, ისე მისი დაშვება დაწესებულების ტერიტორიის არაუმეტეს 50%-ისა.


ასევე იკრძალება თამბაქოს მოწვის ან მოხმარების სხვა ფორმების დემონსტრირება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, სხვა ბეჭდური ან ელექტრონული საშუალებით, მასობრივი ჩვენება თეატრალური წარმოდგენის მეშვეობით, თუ ეს არ არის ღია სივრცეში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას კადრში მწეველის შემთხვევით მოხვედრა.


ასევე მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ავტობუსში, სამარშუტო ტაქსში, საჰაერო ხომალდში, მეტროპოლიტენში, ტრამვაისა და ტროლეიბუსში.


თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის ადგილებში უნდა განთავსდეს კანონმდებლობით  სამედიცინო გაფრთხილება და თამბაქოზე უარის თქმის მსურველთათვის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი კონსულტაციის მისაღებად.


იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, მისი აქსესუარებისა და მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გათამაშების, ლატარიების, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება ან გათამაშება.


თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელმა ან იმპორტიორმა თამბაქოს ნაწარმის გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით, უნდა დაადასტუროს გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.


კანონპროექტის ავტორები არიან უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner