logo_geo
eng_logo
„დინამო თბილისი“ განცხადებას ავრცელებს - ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას
- +

29 სექტემბერი. 2020. 00:21

 

 

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

 

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

 

ფარერებზე უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

 

ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“,  - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner