უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 წლის გოგონა გარდაიცვალა. რომელიც ძაღლს ასეირნებდა მანქანა დაეჯახა. შედეგად, მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა და ტრასაზე გადასვლისას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
16 წლის გოგო ადგილზევე, სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობის ამსახველი კადრები „ინფორუსთავმა“ გაავრცელა.