„დამოკიდებულებაში საკუთარი გუნდის მიმართ, საკითხების მიმართ სააკაშვილი არის გადაგდები, არ შეიძლება ორმოცჯერ თქვა, რომ ჩამოდიხარ და არ ჩამოხვალ“, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“სააკაშვილის და შევარდანძის გზები რატომ გაიყო თავის დროზე? იმიტომ, რომ მან ჩათვალა მაშინ სწორად, რომ შევარდნაძე იყო მუხრუჭი ამ ქვეყნისთვის და არ ჰქონდა ხედვა მომავლის, ზუსტად ასე გაიყო ჩვენი გზებიც”, – დასძინა ბოკერიამ.