logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია: ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საფუძველია!
- +

29 სექტემბერი. 2020. 10:59

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიას ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.

 

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით, ლიაში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ცენტრალური მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, წალენჯიხა-ლია-ფახულანის საავტომობილო გზის მე-10 კმ-ზე მდინარე ენგურზე   არსებული სახიდე  გადასასვლელის ნაცვლად, ახალი საავტომობილო ხიდი შენდება. ეს არის უპრეცედენტო, მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულებაც 5 000 000 ლარს შეადგენს. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ლია-პალურის გზას.

 

მაზანდარის და ზღვაიის მოსახლეობასთან შეხვედრაც საინტერესო და პროდუქტიული იყო. შევეხეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამები და სოფლის განვითარების გეგმები.  

 

უმთავრესი პრობლემები, რომლებიც ადგილობრივებს აწუხებდათ, უკვე მოვაგვარეთ: ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღი, მიმდინარეობს N4 საჯარო სკოლის მშენებლობა, დასრულდა გაზიფიცირების დაქსელვითი სამუშაოები.

 

ჩვენი პრიორიტეტია, ყველა სოფელი იყოს ინფრასტრუქტურულად გამართული, რადგან ძლიერი სოფელი, ძლიერი ქვეყნის საფუძველია“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner