არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.