logo_geo
eng_logo
მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ დაპირისპირებას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

29 სექტემბერი. 2020. 11:13

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ ჯარისკაცებთან შეიარაღებულ დაპირისპირებას კიდევ 26 მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რაოდენობა საერთო ჯამში 84-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, 11-მდე გაიზარდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, აქედან 9 აზერბაიჯანში, 2 კი სომხეთში დაიღუპა და საერთო ჯამში დაპირისპირებას უკვე 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.                       

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner