რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი იმედოვნებს, რომ 8 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი იყო.
ამის შესახებ კარასინმა პრაღაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „საზოგადოებრივ მაუწყებელს" განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია.
„ჩვენ გვაქვს იმედი, რომ საქართველო იქნება სტაბილური ქვეყანა. 8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ სტაბილური კონსტრუქციული განვითარება ქვეყნისთვის დამახასიათებელი იქნება არჩვენების შემდეგ პერიოდშიც. გვიყვარს ქართველი ხალხი. იმედი გვაქვს, რომ ოდესმე შევძლებთ, ამ სიტყვის ფართო გაგებით განვავითაროთ ურთიერთობები ყველა მიმართულებით. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ზურაბ აბაშიძესთან",-განაცხადა კარასინმა.