logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე ხიდაშელზე: მარტო ერთი მინისტრის დონეზე ეს გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება!
- +

28 ივნისი. 2016. 10:40



პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის  განცხადებით, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის რეფორმა მხოლოდ თავდაცვის უწყებას არ ეხება და ის  სხვა სამინისტროებთან არის კავშირში.


როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევის შეჩერების თაობაზე თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება საბოლოო არ არის,  მას მთავრობის თანხმობაც სჭირდება და ასევე, მნიშვნელოვანია პროცესში პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს ჩართვაც.


შესაძლებელია, თავდაცვის უწყებას კონკრეტულად თავდაცვის სამინისტროს მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, თუმცა სამხედრო სავალდებულო სამსახური ეხება არა მხოლოდ თავდაცვის უწყების სისტემას, არამედ აქ არის ჩართული სასჯელაღსრულების სისტემა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაცვის სპეციალური სამსახური, დაცვის პოლიცია. გამომდინარე აქედან, საჭიროა მთავრობის ჩართვა, სხვა შესაბამისი სამინისტროების ჩართვა და პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისა და უშიშროების საბჭოს ჩართვა. გადაწყვეტილება უფრო ფართოდ უნდა იყოს მიღებული და არა ერთი მინისტრის დონეზე", - განუცხადა ჟურნალისტებს მანანა კობახიძემ.


თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი გუშინ მოაწერა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner