logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
- +

29 სექტემბერი. 2020. 14:53

 

 

 

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 740 კოლოფი (14 800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს  საქონელი  ჩამოერთვა, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner