logo_geo
eng_logo
სომხეთი და აზერბაიჯანი შეიარაღებულ დაპირისპირებაზე მორიგ ცნობებს ავრცელებენ
- +

29 სექტემბერი. 2020. 15:15

 

 

 

 

სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის მიერ ქალაქ ვარდენისის დაბომბვას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

ერევანში ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, აზერბაიჯანი თურქეთის აქტიური დახმარებით, სომხეთის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გეოგრაფიას აფართოებს.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანული ქვედანაყოფის უკუგდება შეძლეს და აზერბაიჯანის მხარეს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის დანაკარგები აქვს. სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი „ტოსის“ და „სმერჩის“ მსხვილკალიბრიან საარტილერიო დანადგარებს იყენებს.

 

შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის მხარეც. ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაციის შედეგად, მადაგიზეში სომხეთის არმიის ერთი ლეგიონის სრული დემორალიზება მოხდა და პირადი შემადგენლობა პანიკაშია.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სერიოზულად არის დაჭრილი სომხეთის არმიის მე-18 მოტომსროლელი დივიზიის მე-9 ლეგიონის მეთაური, არტიომ პოღოსიანი. რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური პარტიის, „სამართლიანი რუსეთის“ ლიდერი, სერგეი მირონოვი არ გამორიცხავს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ყარაბაღში რუსეთის „სამშვიდობო ძალები“ შევიდნენ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner