საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს საკითხის განხილვას ევროპარლამენტში საზაფხულო არდადეგებამდე ელოდება.
„ბრიტანეთში ჩატარებული პლებისციტის შემდეგ ევროკავშირის ფარგლებში ექსტრაორდინარული მდგომარეობაა. ის, რომ ევროკავშირის ქვეყნები ამ ექსტრაორდინარულ მდგომარეობაზე მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ შექმნილ სიტუაციაში, არის ბუნებრივი. ეს საქართველოზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ჩვენ ჩვენი დღის წესრგი გაგვაჩნია. საქართველოს საკითხის განხილვა ზაფხულის არდადეგებამდე მოხდება", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.