ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაა. დასავლური მედიის თანახმად, სამიტის პირველ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი დაესწრება, ხოლო მეორე დღე უკვე ლონდონის გარეშე გაგრძელდება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და NATO-სთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ.
განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაა, ევროპაში ევროსკეპტიკოსების გავლენის შესამცირებლად და რიგითი ევროპელების ნდობის დასაბრუნებლად.
ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.