logo_geo
eng_logo
დღეს ევროკავშირის ლიდერები ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხზე იმსჯელებენ
- +

28 ივნისი. 2016. 10:49



ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაა. დასავლური მედიის თანახმად, სამიტის პირველ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი დაესწრება, ხოლო მეორე დღე უკვე ლონდონის გარეშე გაგრძელდება.



ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და NATO-სთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ.



განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაა, ევროპაში ევროსკეპტიკოსების გავლენის შესამცირებლად და რიგითი ევროპელების ნდობის დასაბრუნებლად.



ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner