logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ბრძანების გაუქმების შესაძლებლობა არ არის
- +

28 ივნისი. 2016. 10:55



საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ ყოფილა.



კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია, მის მიერ გამოცემული ბრძანება მთავრობამ გააუქმოს, თავდაცვის მინისტრის თქმით, „არ არის ამის შესაძლებლობა".



თუმცა, ზოგადად შესაძლებლობა ყველაფრის არის. შესაძლებელია მიღებული იყოს აქტი, რომელმაც უნდა გააუქმოს სხვა გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის ბრძანებულებით არის დამტკიცებული. პრეზიდენტის ბრძანებულების გაუქმების საშუალება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს. ამბავი იმის შესახებ, რომ ეს გადაწყვეტილება არავისთან იყო შეთანხმებული და იყო სიურპრიზი, არ არის სიმართლე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტის აქტით არის დამტკიცებული და მთავრობას ნამსჯელი აქვს. ეს არის ვალდებულება, რომელიც აიღო ხელისუფლებამ. გასაგებია, რომ ემოციები ასე ჭარბობს, თუმცა მთავარია, რომ პირობა და ვალდებულება, რომელიც ავიღეთ საზოგადოების და პარტნიორების წინაშე, შესრულებულია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner