logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: „ნაცმოძრაობის“ წევრები პირდაპირ მიაკუთვნებდნენ დავით გარეჯს აზერბაიჯანს, როცა ჯერ არაფერი იყო შესწავლილი
- +

30 სექტემბერი. 2020. 00:41

 

 

 

„როდესაც პროკურატურის განცხადება მოვისმინე, ამოვწიე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ძველი განცხადებები, რომლებიც საოცრებებს ამბობდნენ, როდესაც ჯერ არაფერი არ იყო დადასტურებული. მაგალითად, ნიკა რურუა ამბობდა, რომ ეს ისტორიული უკუღმართობის ბრალია, მაგრამ ეს უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ისევე როგორც ტაო-კლარჯეთი იყო ოდესღაც საქართველო, მაგრამ დღეს თურქეთია“, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ეთერში სამგორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

 

„ჯერ კიდევ დოკუმენტების შესწავლამდე და საზღვრის დელიმიტაციამდე, მან პირდაპირ მიაკუთვნა ეს ტერიტორია აზერბაიჯანს. ბუნებრივია, ჩვენ არ ვკამათობთ მონასტრის იმ მონაკვეთზე, რომელიც საბჭოთა პერიოდშიც ჩვენი საზღვრის იქით იყო, მაგრამ ჩიჩხიტურიც და უდაბნოც საბჭოთა პერიოდში იყო ჩვენს ტერიტორიაზე. ნინო კალანდაძეც ამბობდა, რომ „საბჭოთა დროიდან მოყოლებული ეს იყო არა საქართველოს, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორია“. ამაზე საკმაოდ მკაცრი პასუხი ჰქონდა საპატრიარქოს და მოგვიანებით აქციაც გაიმართა. ასე ხელაღებით რატომ მიაკუთვნეს ეს ტერიტორია აზერბაიჯანს? ძალიან საინტერესოა, რა იდგა ამის უკან? იქ არის ტერიტორიები, რომლებზეც არასდროს გვქონია დავა. ბერთუბანი მონასტრის ნაწილია, ქართული კულტურის ძეგლია, მაგრამ დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ისევე როგორც ოშკი – თურქეთში. როდესაც ბერთუბანში რესტავრაცია იწყებოდა, ჩვენ აზერბაიჯანის სახელმწიფოსგან ვიღებდით ნებართვას და შემდეგ ჩადიოდნენ რესტავრატორები, მაგრამ უდაბნოსთან დაკავშირებით პრობლემა არასოდეს ყოფილა და აზერბაიჯანთან არაფერი ყოფილა შესათანხმებელი“, – განაცხადა სუბარმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner