logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: რეკეტიორები, ყაჩაღები, მკვლელები - ეს 3 სიტყვა ზუსტად ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“
- +

30 სექტემბერი. 2020. 01:34

 

 

„რეკეტიორები, ყაჩაღები, მკვლელები - ეს 3 სიტყვა ზუსტად ახასიათებს „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა გაიხსნება ფაქტი, როდესაც დავით კირკიტაძემ პარლამენტის დაცვის თანამშრომელს ცემა.

 

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, როცა სახელმწიფო მოხელეზე თავდასხმას, ხულიგნობას, ყაჩაღობას, ცემას, ძალადობას აცხადებენ გმირობად, აცხადებენ ადამიანობად, აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვად ქონების წართმევას. აღარ ვლაპარაკობ უკვე ციხეში რა დღეში იყვნენ. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა, მართლა ცალკე სამყაროა. აი ამის მობრუნება უნდათ ისევ. ხედავენ, რომ წაგებული აქვთ ყველანაირი არჩევნები, ყველანაირი რეიტინგებით და ცდილობენ ისევ და ისევ ამ ძალადობით დაიბრუნონ თავისი ადგილი“, - განაცხადა სუბარმა

 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც მათი მმართველობის დროს 90-იან წლებს ადარებდნენ, თავად „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები იყვნენ.

 

„ხომ არ იყო შემთხვევით მიხეილ სააკაშვილი „მოქალაქეთა კავშირის“ უმრავლესობის წევრი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი. კაცი, რომელიც გამოდიოდა და მადლობებს უხდიდა კახა თარგამაძეს იმისთვის, რომ მან კარგად გააყალბა არჩევნები ხათუნა გოგორიშილთან, მიხეილ მაჭავარიანთან და კიდევ ვიღაცებთან ერთად. ან იქნებ ბარამიძე არ იყო „მოქალაქეთა კავშირის“ ერთ-ერთ დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი იმ 90-იანი წლების მთავარი სახე? ან იქნებ დღეს ე.წ. ევროპულ „ნაცებში“ გადასული (აკაკი) წერეთელი არ იყო მთავარი სახე“, - აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

სოზარ სუბარის თქმით, ვითარების ძალადობრივი მეთოდებით დაძაბვის მცდელობა მათ არ გამოუვათ. მან ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს წინაშე მსგავს დაპირისპირებაზე ყველა პასუხისმგებელმა პასუხი სასამართლოს წინაშე უნდა აგოს და მნიშვნელობა არ აქვს ვისი მხარდამჭერები იქნებიან ისინი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner