„ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ნათელაშვილი სოფელ საკრამულში მოსახლეობას შეხვდა. სოფლის მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ ამ სოფელში ნათელაშვილს წინა წლებში ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა მას ეს სოფელი არ გახსენებია. ადგილობრივები ღიად ამბობდნენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას უჭერენ მხარს, რადგან გამგებელი რასაც დაპირდა, ადგილზე ყველა დაპირება შესრულდა, ამდენად ქართული ოცნების მადლიერები არიან.
მოსახლეობის კითხვაზე, რატომ უნდა მისცენ მას მანდატი, როცა მამას, შალვა ნათელაშვილს ორჯერ მისცეს შანსი და მანდატი დატოვა, ბექა ნათელაშვილი პასუხობს, რომ მას ნუ სთხოვენ პასუხს, მამამისის გამო პასუხს. ბექა ნათელაშვილმა ასევე თქვა, რომ შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებაში არ ყოფილა, ამიტომაც არ მიდიოდა ამ სოფელში და არ ასრულებდა მიცემულ დაპირებებს.
ლეიბორისტებმა მოსახლეობას დაპროგრამებული უწოდეს, რის გამოც ადგილობრივები გაღიზიანდნენ, მათი ეს რეპლიკა შეურაცხყოფად მიიღეს და კანდიდატს დაუპირისპირდნენ... მათთვის გაუგებარი იყო, რატომ მოვიდა ბექა ნათელაშვილი ამ სოფელში ახლა და რატომ არ მოდიოდა მანამდე, ან რატომ არ ინტერესდებოდა მათი პრობლემებით გასულ თვეებში. მითუმეტეს რომ ბექა ნათელაშვილი ადგილობრივი საკრებულოს წევრია ლეიბორისტული პარტიიდან. საკრამულის მაცხოვრებლები ნათელაშვილს აგრესიულად შეხვდნენ.
ამ ინციდენტისა და დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება და ძალზე პოპულარულია.