არგენტინის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი ლიონელ მესის მოუწოდებს, არგენტინის ეროვნული ნაკრები არ დატოვოს.
მისი თქმით, მაურისიო მაკრიმ პირადად დაურეკა მესის. სატალეფონო საუბრისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლიონელ მესით ამაყობს და მოუწოდა მას, არ მოუსმინოს კრიტიკოსებს.
ლიონელ მესის ეროვნულ ნაკრებში დარჩენა სთხოვეს გულშემატკივრებმა და ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ.
სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ ლიონელ მესიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც არგენტინა ამერიკის თასის ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა.