logo_geo
eng_logo
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის 500-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული
- +

30 სექტემბერი. 2020. 11:39

 

 

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის არმიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანის არმიის 500-ზე მეტი ჯარისკაცია დაღუპული.

 

„განადგურდა 17 ტანკი, ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი, სამი ერთეული საინჟინრო და ტექნიკური ჯავშანტექნიკა, 13 უპილოტო თვითმფრინავი, 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე“, – განაცხადა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, არტურ სარქსიანმა.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღის ჩრდილოეთ მიმართულებაზე ავიაიერიშები თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner