logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები
- +

30 სექტემბერი. 2020. 12:08

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე წინასაარჩევნო შეხვედრებს  განაგრძობენ. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრა ბათუმის ახალშემოერთებული ტერიტორიების, კერძოდ კი  დიდაჭარის, ფრიდონ ხალვაშის და ნაჭყებიას ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა.

 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს. როგორც, რესან კონცელიძემ შეხვედრის დროს აღნიშნა, მსგავსი ტიპის ღია შეხვედრები ამომრჩევლებთან ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„მე ჩემს ბათუმელებს ვპირდები, ერთიანი ძალისხმევით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner