logo_geo
eng_logo
საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ
- +

28 ივნისი. 2016. 11:19



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც პრაღაში გამართული ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველო და რუსეთი პატიმრების ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.



ერთობლივი ძალისხმევით შევძელით შეთანხმების მიღწევა პატიმრობაში მყოფი ორი ქვეყნის მოქალაქეების ორმხრივ გათავისუფლებაზე.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზებისთვის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.



თუმცა რუსული მხარე კვლავ აღნიშნავს, რომ „საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელთა არამეგობრული რიტორიკა, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეწინააღმდეგება ორივე ქვეყნისთვის ობიექტურად მომგებიან პროცესს".



გაგრძელდა კონსტრუქციული დიალოგი რუსულ-ქართული ურთიერთობების აქტივიზაციის კონკრეტულ საკითხებზე იმ მიმართულებით, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში შესაძლებელია პროგრესი - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები. ამ სფეროებში შედეგები აშკარაა. ამგვარად, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგად დაფიქსირდა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის შესამჩნევი ზრდა. რუსეთი კვლავ რჩება საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორად და ღვინის პროდუქციის რეალიზების მთავარ ბაზრად. მოსალოდნელია, რომ ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატების დაგეგმილი კონტაქტები კიდევ უფრო გააძლიერებს რუსულ-ქართულ ეკონომიკურ ურთიერთობებს.

საქართველოსა და რუსეთს შორის მგზავრთა და ტვირთა ნაკადი გაიზარდა. ამ ფონზე წარმატებით ვითარდება ორი ქვეყნის სატრანსპორტო უწყებებს შორის ურთიერთობა, ასევე რუსული და ქართული რკინიგზის კომპანიებს შორის", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner