logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს ვლადიმირ პუტინთან და დონალდ ტრამპთან განიხილავს
- +

30 სექტემბერი. 2020. 14:15

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილავს.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს განცხადება ემანუელ მაკრონმა ლატვიაში ვიზიტისას გააკეთა.

 

ამას გარდა, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, თურქეთის საომარი რიტორიკა აზერბაიჯანს აქეზებს მთიან ყარაბაღზე კონტროლის ხელახლა დამყარებისკენ, რაც მიუღებელია. ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, მას არ აქვს მტკიცებულებები კონფლიქტში რეგიონული მოთამაშეების პირდაპირი ჩართულობის შესახებ. ამიტომ, საფრანგეთის ლიდერი ფაქტების დადგენამდე სიფრთხილის საჭიროებაზე საუბრობს.

 

„მე აღვნიშნე, რომ თურქეთის პოლიტიკური განცხადებები უგუნური და საშიშია. საფრანგეთი უკიდურესად შეშფოთებული რჩება თურქეთი საომარი გზავნილებით, რომლებიც აზერბაიჯანს გზას უხსნის მთიანი ყარაბაღზე ხელახლა აღებისკენ. ეს მიუღებელია“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა ლატვიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

                                

           

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner