logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია
- +

28 ივნისი. 2016. 11:23



საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს ფილოსოფიური პრობლემა აქვს.


მისი თქმით, ირაკლი სესიაშვილს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნეში მონური შრომა ნორმალურია.


სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21-ე საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრი სესიაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ორ კვირაში ის შესაძლოა აღარ იყოს თავდაცვის მინისტრი. ხიდაშელი ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილს ამ საკითხზე პასუხი  პრემიერ-მინისტრმა გუშინ უკვე გასცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner