თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქული ტელეკომპანიის TRT-ს ეთერში განაცხადა, რომ თურქეთის მთავრობა მზად არის, რუსეთს 2015 წლის ნოემბერში ჩამოგდებული თვითმფრინავის სანაცვლოდ ზარალი აუნაზღაუროს.
თურქეთის პრემიერის განცხადებით, შესაძლოა, მიმდინარე კვირას რეჯეპ ტაიპ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგეს.
27 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერს წერილი გაუგზავნა, სადაც СУ-24-ის ჩამოგდებისთვის ბოდიშს იხდის.