logo_geo
eng_logo
სოფელ ზემო ხანდაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი აღინიშნა
- +

30 სექტემბერი. 2020. 16:42

 

 

დღეს სოფელ ზემო ხანდაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის საბრძოლო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი  აღინიშნა.

 

სამშობლოს ერთგული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მეგობრებმა, თანასოფლელებმა.

 

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა შალვა სიყმაშვილმა თანამშრომლებთან ერთად დაღუპულის საფლავი გვირგვინით შეამკო. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

 

რამაზ გოგიაშვილი 1991  წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციაში.

 

მონაწილეობდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლებში, რისთვისაც დამსახურებული ჯილდოები აქვს მიღებული.

 

2010 წელს გარდაცვალების შემდეგ რამაზ გოგიაშვილი ვახტანგ გორგასლის  I  ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner