logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევი ყარაბაღზე: ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს
- +

30 სექტემბერი. 2020. 18:06

 

 

„ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმე დასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, აზერბაიჯანს ვერავინ აიძულებს, დატოვოს ტერიტორიები, სადაც საკუთარი დროშა აღმართა.

 

„ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

 

მან თურქეთის მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა.

 

„გამოვხატავ უღრმეს მადლობას ჩვენი მოძმე თურქეთის მიმართ, მისი პრეზიდენტის, ჩემი ძმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიმართ, მისი ურყევი და ძმური პოზიციის გამო. ჩემი ძვირფასი ძმის ძალიან ღია და მკაცრმა განცხადებებმა ცხადყო, რომ აზერბაიჯანი მარტო არაა“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner