logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2020. 20:44

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის ახალგაზრდებს შეხვდა.

 

„ძალიან გულწრფელი და ემოციური გამოვიდა შეხვედრა ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებთან.

 

აუცილებელია, რაჭის, ლეჩხუმისა და სვანეთის ახალგაზრდები უფრო ახლოს იცნობდნენ და უზიარებდნენ საკუთარ ხედვებს ერთმანეთს, ჩვენი რეგიონის სწორი განვითარებისთვის.

 

შეხვედრის ფორმალური ნაწილი მთლიანად სამომავლო გეგმებს, ჩემი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატის განვლილ გზასა და ახალგაზრდების როლს ეხებოდა, როგორც ძლიერი ქვეყნის შენების ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს.

 

ერთად ვიმსჯელეთ რეგიონის განვითარების ხედვაზე, პრობლემებზე, რომელიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ და დავსახეთ ამ პრობლემების მოგვარების გზებიც.

 

მიხარია და მეამაყება ჩემი რეგიონის ახალგაზრდობა, რომელთაც აქვთ მნიშვნელოვანი გეგმები ჩვენი რეგიონის სწორი  განვითარებისთვის.

 

სწორედ ამიტომ, ვპირდები ჩვენი რეგიონის ახალგაზრდებს, ვიქნები მათი ერთგული გულშემატკივარი და ინტერესების სათანადო დამცველი საქართველოს პარლამენტში“, -განაცხადა გოჩა ენუქიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner