logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: ნაციონალებს მორიგი სპექტაკლის დადგმისას „იაღლიში“ მოუვიდათ...
- +

28 ივნისი. 2016. 11:41



ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ე.წ. „კანონიერი ქურდის" დავით გერლიანის უკრაინიდან საქართველოში გამოძევებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი.


„ნაციონალებს მორიგი სპექტაკლის დადგმისას „იაღლიში" მოუვიდათ და ოდესაში დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი თბილისისკენ ისე გამოუშვეს, რომ უკრაინის მოქალაქის პასპორტი ჯიბეში ჩაუტოვეს. დიახ, ის ფაქტი, რომ გერლიანს ჯიბეში უკრაინული პასპორტი ედო, ერთადერთ რამეზე მეტყველებს - ოფიციალურად მისი დეპორტაცია არ მომხდარა, უბრალოდ დააკავეს, თვითმფრინავში ჩასვეს და საქართველოში გამოუშვეს. თუ გერლიანის პასპორტი ყალბი იყო, მაშინ უნდა ჩამოერთმიათ და დეპორტაცია ოფიციალურად გაეფორმებინათ. სად გაგონილა, რომ ადამიანს ქვეყნიდან ადეპორტებდნენ და ყალბ საბუთს თან ატანდნენ?! გარდა ამისა, გერლიანი ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული, როცა გივი თარგამაძემ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა - არიქა, უკრაინიდან „კანონიერი ქურდი" ჩამოვიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი მის დასაკავებლად არაფერს აკეთებსო. მოკლედ, ნაციონალების მიერ დადგმული სპექტაკლი ძალიან უნიჭო და უხერხემლო გამოვიდა", - აცხადებს მამუკა არეშიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner