logo_geo
eng_logo
Survation-ის კვლევით კახა კახიშვილი ისნის მაჟორიტარულ ოლქში ლიდერობს
- +

30 სექტემბერი. 2020. 22:29

 

 

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1 828 რესპონდენტი.

 

ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ისნის ოლქშიც ჩაატარა.

 

ისნის მაჟორიტარულ ოლქში რესპონდენტებმა კითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? ასე უპასუხეს:

 

კახა კახიშვილი "ქართული ოცნება" - 53,9%.

ხატია დეკანოიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 21,0%.

გიორგი ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებელი" -15,1%.

დავით ჭიჭინაძე "ტრიბუნა" - 5,5%.

ლანა გალდავა "ლელო" - 2,3%.

სხვა კანდიდატი -2,2%.

 

პარტიული რეიტინგები იმავე მაჟორიტარულ ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

 

"ქართული ოცნება" - 55,7%.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19,7%.

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,8%.

"ევროპული საქართველო" - 4,5%.

"ლეიბორისტული პარტია" -3,5%.

"პატრიოტთა ალიანსი" - 2,9%.

"გირჩი" - 1,9%.

"ლელო" - 1,6%.

"ერთიანი საქართველო" -0,4%.

სხვა პარტიას ანიჭებს უპირატესობას - 4,0%.

 

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

 

68% თითქმის დარწმუნებულია, რომ მიიღებს მონაწილეობას; 6% ამბობს, რომ ალბათ მიიღებს მონაწილეობას; 50/50-ზე პასუხი აქვს -16%-ს; არ მიიღებს მონაწილეობას, ამბობს - 8%; არ ვიცი/უარი პასუხზე კი - 2,%.

 

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Survation გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.

 

ამჯერად კვლევები თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

 

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში.

 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner