logo_geo
eng_logo
Survation-ის კვლევით კასპი-გორის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება“ ლიდერობს
- +

30 სექტემბერი. 2020. 23:23

 

 

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.

 

საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1 828 რესპონდენტი.

 

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის Survation-ის მიერ დასმულ შეკითხვას, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში - 72% აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია; 8% ალბათ მიიღებს მონაწილეობას; 50-50 - 14%; 6% კი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.

 

კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? გამოკითხულთა პასუხები ასეთია:

 

გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართული ოცნება" - 66,9%.

ბადრი ბასიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -15,7%.

ლევან თარხნიშვილი "ევროპული საქართველო" - 7,4%.

პაპუნა კობერიძე "ლელო" - 5,6%.

კობა მაზანაშვილი "პატრიოტთა ალიანსი" -3,8%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 0,6%.

 

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? - 61,9% აცხადებს, რომ ხმას "ქართული ოცნებას" მისცემდა; 14,9% - "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"; 5,7% - "ევროპულ საქართველოს"; 5,7% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს;  4,3% - "ლეიბორისტულ პარტიას"; 2,7% - "პატრიოტთა ალიანსს"; 1,8% - "ლელოს"; 1,7% - "ერთიან საქართველოს"; 0,8% - "გირჩს"; „თავისუფალ დემოკრატებს“ კი - 0,5%.

 

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Survation გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.

 

ამჯერად კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

 

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში.

 

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner