logo_geo
eng_logo
კახა გოგოლაშვილი: არჩევნებზე სიურპრიზები ნამდვილად არ იქნება
- +

28 ივნისი. 2016. 11:46



საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გრიგორი კარასინის პოზიციის შეფასებისას განაცხადა, რომ რუსეთი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისგან სიურპრიზს ნამდვილად არ უნდა ელოდოს, რადგან ამ არჩევნებში პრორუსული ძალები ვერ გაიმარჯვებენ.



რუსეთი თავისი განცხადებებით თავის პოლიტიკას ატარებს, ახმოვანებს თავის მესიჯებს, ამიტომ ჩვენ კარასინის მიერ გაჟღერებული მესიჯები რაღაც ჭეშმარიტებად არ უნდა ჩავთვალოთ. ვიცით, რა აინტერესებს რუსეთს, როგორი არჩევნების შედეგები სჭირდება მას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ისეთ არჩევანს გააკეთებს, რაც რუსეთს აწყობს. რაც შეეხება სიურპრიზებს, სიურპრიზები ნამდვილად არ იქნება და პრორუსული ძალები საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვლენ", - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.



პრაღის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია.


„8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ", - აღნიშნა კარასინმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner