logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, სომხეთმა დასახლებულ პუნქტ აღდამს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა
- +

1 ოქტომბერი. 2020. 10:53

 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ცნობით, სომხეთმა დასახლებულ პუნქტ აღდამს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. შედეგად 97 სახლი დაზიანდა. ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

 

როგორც აღდამის ხელისუფლება იუწყება, 20 სახლი სრულად, ხოლო 60 ნაწილობრივ არის დანგრეული. დაზიანდა 17 სამოქალაქო ობიექტი. მათივე ცნობით, სომხეთმა ცეცხლი გაუხსნა სკოლის შენობასაც.

 

პარალელურად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეოს, რომელზეც საარტილერიო დარტყმებია ასახული. როგორც ქვეყნის სამხედრო უწყებაში აცხადებენ, საარტილერიო ცეცხლი სომხეთის პოზიციებს 30 სექტემბერს ღამით გაუხსნეს.

 

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. მხარეების სიტუაციის დაძაბვაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner