ალექსეი ნავალნი: ჩემს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის უკან პუტინი დგას, სხვა ვერსია არ მაქვს
-
+
1 ოქტომბერი. 2020. 12:10
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ მისი მოწამვლის უკან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დგას.
„ვაცხადებ, რომ ამ დანაშაულის უკან პუტინი დგას, მე არ მაქვს სხვა ვერსია იმის შესახებ, რაც მოხდა“, - განაცხადა ნავალნიმ „Der Spiegel“-თან ინტერვიუში.
გამოცემასთან საუბარში მან ის მომენტიც გაიხსენა, როდესაც ნერვულმა აგენტმა მოქმედება დაიწყო.
„ტკივილს ვერ გრძნობ, მაგრამ იცი, რომ კვდები“, - აღნიშნა კრემლის კრიტიკოსმა.
ალექსეი ნავალნის თქმით, ის რუსეთში დაბრუნებას გეგმავს.
წყარო :