წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატ ტიტე აროშიძესთან ერთად, დაბა ჩაქვის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატებმა პირადად მოისმინეს ის პრობლემები, რაც ამ დასახლების მოსახლეობას აწუხებს და რისი გათვალისწინებაც პრიორიტეტული იქნება სამომავლოდ.
შეხვედრის დასასრულს, კანდიდატებმა მოსახლეობას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში შუამდგომლობას და რიგი საკითხების გადაწყვეტის პროცესში ჩართულობას დაპირდა.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დაბა ჩაქვის მოსახლეობას, ასეთი თბილი დახვედრისათვის. მათი მხარდაჭერა და ძალა, დღეს ყველაზე მეტად ვიგრძენი. მე ამ დაბის წარმომადგენელი გახლავართ და გადამეტებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ თითოეული აქაური ოჯახის ყოფა-ცხოვრება, სატკივარი და პრობლემა ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. მჯერა, 31 ოქტომბერს, ჩაქველი მოსახლეობა ღირსეულ არჩევანს გააკეთებს საქართველოსა და ჩვენი კუთხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რესან კონცელიძემ.