ასტრონავტები, რომლებმაც კოსმოსში 340-დღე გაატარეს, დედამიწაზე წუხელ დაბრუნდნენ. მისიის მონაწილეები სკოტ კელი, მიხეილ კორნიენკო და სერგეი ვოლკოვი იყვნენ. NASA-ს ცნობით, ხომალდი ყაზახეთის კოსმოდრომზე დაეშვა.
ასტრონავტებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, შემდეგ კი ამერიკელ სკოტ კელის ჰიუსტონში გაამგზავრებენ, სადაც მას NASA-ს მეცნიერები დააკვირდებიან.
გამოკვლევის მიზანი იყო, გარკვეულიყო, როგორ აისახება კოსმოსში დიდი ხნით გაჩერება ადამიანის სხეულზე და რა ფსიქოლოგიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანში კოსმოსში ხანგრძლივი დარჩენა.