logo_geo
eng_logo
ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა
- +

28 ივნისი. 2016. 11:56


საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 18-26 ივნისს, საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებში აკრძალულ მედიკამენტთა ნუსხაში შეტანილი, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.



საბაჟო გამშვები პუნქტების, სარფისა და კარწახის გავლით მოქალაქეებს აღმოუჩინეს ჯამში 109 აბი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები.



საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner