უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების პროცესი არ შეფერხდება.
„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ევროპარლამენტის კომიტეტებში ფორმალური პროცედურები ზაფხულის არდადეგებამდე დასრულდება. რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. არსებობს ობიექტური სირთულეები, რომელიც დიდი ბრიტანეთის გასვლას უკავშირდება, თუმცა საუბარია რამდენიმე დღით ან კვირით შეფერხებაზე", - განაცხადა პეტრო პროშენკომ.