logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სიურპრიზები არ გაჩნდეს
- +

28 ივნისი. 2016. 12:11



სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სიურპრიზები არ გაჩნდეს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განუცხადა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში ხალხის ნების გამოხატულებაა.


ჩემთვის ძნელია დავაზუსტო, თუ რა ბრძანა ბატონმა კარასინმა, თუმცა სამხიარულოა, რომ ბატონ კარასინს სურს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სიურპრიზები არ გაჩნდეს. ეს იმდენად აბსურდული სურვილია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. ნებისმიერი არჩევნები ნებისმიერ ქვეყანში, მათ შორის საქართველოში, არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის ნების გამოხატულება. ამიტომ ბატონკარასინის სურვილი - იქნება თუ არა ეს არჩევნები სიურპრიზებით აღსავსე, მგონი არასერიოზულია", - აცხადებს თედო ჯაფარიძე.


პრაღის ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან" განაცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია.


„8 ოქტომბერი ჩვენთვის საინტერესო დღეა. იმედი მაქვს, უფრო ნაკლებად სენსაციური იქნება, ვიდრე ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგი. არჩევნები ყოველთვის საინტერესოა. რუსეთისთვის სიურპრიზები ძნელი წარმოსადგენია, ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ", - აღნიშნა კარასინმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner