logo_geo
eng_logo
საზაფხულოდ SilkTV-ის ვიდეოთეკა 200-ზე მეტი ფილმით განახლდა
- +

28 ივნისი. 2016. 12:12

 

 

Silk TV-ის მომხმარებელი დამატებითი სერვისით - ვიდეოთეკით VoD (Video on Demand)- რამოდენიმე წელია სარგებლობს. ვიდეოთეკაში შესულია 400-მდე  ქართული და უცხოური კინოპროდუქცია. ვიდეოთეკა დაყოფილია თემატურად და გააჩნია გადახვევისა და დაპაუზების ფუნქციები. ასევე საძიებო ველი, სადაც  სათაურით, ჟანრით ან მსახიობის მითითებით გამარტივებულია სასურველი ფილმის პოვნა.


საზაფხულოდ, ყოველკვირეულად SilkTV-ის ვიდეოთეკას  სხვადასხვა ჟანრის ფილმები ემატება.  მათ შორის, ისეთი საკულტო რეჟისორების კინოშედევრები, როგორებიცაა ალფრედ ჰიჩკოკი, ჯორჯ კიუკორი, ჩარლი ჩაპლინი, ანდრონ კონჩალოვსკი, ბერნარდო ბერტოლუჩი, რაინერ ვერნერ ფასბინდერი და სხვა.


როგორც კომპანიაში აცხადებენ, გრძელდება მოლაპარაკებები კინოსტუდიებთან და კინოგამქირავებლებთან საინტერესო, რეიტინგული ფილმების დასამატებლად.


Silk TV-ის ვიდეოთეკით სარგებლობისთვის აბონენტი იყენებს PIN კოდს. მისი მიღება SMS-ით, ან ცხელი ხაზის  2100 100 მეშვეობით ხდება.  შერჩეულ კინოპროდუქციას  24 საათით   იწერს მომხმარებელი და ამ პერიოდის მანძილზე  შესაძლებლობა აქვს მრავალჯერ, შეუზღუდავად ნახოს ფილმი. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში პატარა მაყურებლებისთვის. გამოწერილი საბავშვო კატეგორიის ფილმები გაართობს და გაახალისებს მათ - „ლურჯი ფრინველი", „სინდბადის მოგზაურობა" და სხვა სათავგადასავლო თუ კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმი.


SilkTV-ის კინოთეკა მეტად ხელმისაწვდომი რომ გამხდარიყო მომხმარებლისთვის, კომპანიამ შექმნა პაკეტი „კინომანი", რაც თვეში 5 ლარად ვიდეოთეკაში არსებული ფილმების შეუზღუდავად ყურების საშუალებას იძლევა.  




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner