logo_geo
eng_logo
გიორგი გიგაური: ყურადღება! ასპარეზზე გამოდის „ნაციანალურ-რესპუბლიკური“ კოალიცია!
- +

1 ოქტომბერი. 2020. 21:51

 

 

15 სექტემბერს ქართულ პოლიტიკაში გრანდიოზული მოვლენა დაფიქსირდა: სააკაშვილის „ნაცხროვამ“ და „დები ბერძენიშვილების“ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საარჩევნო ბლოკი შეკრეს! ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეიქმნა „ნაციონალურ-რესპუბლიკური“ ლგბტ კოალიცია!

 

დიახ, 15 სექტემბერს უკლებლივ ყველა სოროსვიზია სადღესასწაულო ტონით იუწყებოდა – „ნაცმოძრაობამ“ მრავალპარტიული წინასაარჩევნო კოალიცია გააფორმაო!

 

ნაცთა ერთ–ერთი მინი-ფიურერი გრიგოლ ვაშაძე სრული სერიოზულობით აცხადებდა – ჩვენ ამ გაერთიანებით გავფართოვდით და გავძლიერდითო!

 

არადა, ამ საარჩევნოდ შეკოწიწებულ ნაცბლოკში „ძალა ერთობაშია“ არიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ნულპროცენტიანები: „რესპუბლიკური პარტია“ , „სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „ევროპელი დემოკრატები“.

 

ანუ ამათ ექნებათ საერთო საარჩევნო სია, ეყოლებათ საერთო მაჟორიტარობის კანდიდატები და, რაც მთავარია, პრემიერ-მინისტრობის საერთო კანდიდატი – თვით მიხეილ სააკაშვილი!

 

აი, ის, ყოველი არჩევნებისას სულ რომ ბრუნდება და ისევ გზაშია!

 

ჰო, ამათ მალე კიდევ ბაჩუკი ქარდავას უმძლავრესი ნულ-პროცენტიანი „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიაც“ შეუერთდება!

 

„რესპუბლიკელებმა“ გადავწყვიტეთ, გავერთიანდეთ საარჩევნო ბლოკში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებს ბიძინა ივანიშვილს“, – აი, სიტყვასიტყვით ეს აღნიშნა საზეიმო შეკრებაზე რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

 

თუმცა, ეს იქით იყოს, საქმე უფრო მნიშვნელოვან ქვეტექსტებშია:

 

ეს საარჩევნო გაერთიანება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ჩვეულებრივი ლგბტ კოალიციაა! ავიღოთ თუნდაც რესპუბლიკური პარტია, რომელმაც თბილისის მერის ბოლო არჩევნების დროს თავის კანდიდატად ღია ლესბოსელი ნინო ბოლქვაძე წარადგინა. რაც მთავარია, ეს ის რესპუბლიკური პარტიაა, რომლის ლიდერი „დები ბერძენიშვილები“ ჯერ კიდევ ქოცხელისუფლებაში ყოფნისას ტელეკამერების წინ აფრიალებდნენ ლგბტ დროშას?!

 

ჰოდა, აბა, მეტი რაღა უნდა ვთქვათ, თუ არა სწორედ ეს – ფერი ფერსაო!

 

და ყველაზე საგულისხმო ის არის, რომ სააკაშვილის მიერ დადებილებული ნაცამომრჩევლები ვერც კი ხვდებიან, მათმა ფიურერმა სააკაშვილმა როგორ გადააფარა თავზე ლგბტ დროშა, ანუ კესარია-ბერიონის ტრანსგენდერული ნიფხავი!

 

ეს ყველაფერი ერთობ მარტივი დასკვნების საშუალებას იძლევა: თუ მოხდა სასწაული და ნაციონალურ-რესპუბლიკური კოალიცია ხელისუფლებაში მოვიდა, პირველი, რასაც გააკეთებენ, ამ ლგბტ დროშას სრულიად საქართველოს ჩამოამხობენ თავზე, სკოლებსა და ბაღებში კი ჩვენს შვილებს აღმზრდელებად კაბიან კაცებს მიუქსევენ!

 

ფუი, ეშმაკს!

 

გიორგი გიგაური

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner