logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: ჩვენი მოთხოვნაა, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით შექმნილი პარტია „ლელო“ არჩევნებიდან მოიხსნას!
- +

1 ოქტომბერი. 2020. 22:25

 

 

„როგორც ტრამპს აქვს მიზნად დასახული, რომ საკუთარი სამშობლო დიდებული და ძლევამოსილი გახადოს, სწორედ ასეთია „ქართული მარშის“ მიზანიც – გავხადოთ საქართველო დიდებული და წარმატებული ქვეყანა!“

 

„ქართულმა მარშმა“ მამუკა ხაზარაძის პარტიის ოფისთან აქცია-პერფორმანსი მოაწყო და მოითხოვა, რომ „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებიდან მოიხსნას. აქციის მონაწილეებმა ხაზარაძე საქართველოს მოსახლეობის ძარცვაში, ხალხის ქონების დატაცებაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლასა და მერაბ კოსტავაზე ხელის აღმართვაში დაადანაშაულეს.

 

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე პარტია „ქართული მარში - ეროვნული მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, თბილისის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი შიხიაშვილს  ვესაუბრებით:

 

 

– ბატონო ირაკლი, ცოტა არ იყოს, უცნაური ხომ არ არის, ერთი ოპოზიციური პარტია მეორე ოპოზიციურ პარტიას აქციას რომ უწყობს?

 

– უცნაური ის არის, რომ ხალხის მძარცველი ბანკირების მიერ დაარსებული პარტია პარლამენტში შესვლაზე აცხადებს პრეტენზიას. 1990-იანი წლების დასაწყისში მამუკა ხაზარაძემ სხვა თავისნაირ ყაჩაღებთან ერთად მოსახლეობას წლობით ნაგროვები ანაბრები ამოაცალა ჯიბიდან და ასიათასობით ადამიანს მოუსპო საშუალება, დამოუკიდებელ საქართველოში ახალი ცხოვრებისთვის აეწყო ფეხი. აღარაფერს ვამბობ იმ ძარცვა-გლეჯაზე, რომლითაც ხაზარაძე და მისი ბანკი დღემდე არიან დაკავებული. მხოლოდ გასულ წელს „თიბისიმ“ 78 მილიონ 384 ათასი ლარის უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრა, რაც თითქმის 32 მილიონი ლარით აღემატება მის მიერვე 2018 წელს დასაკუთრებულ ქონებას, რაც დრო გადის, ხაზარაძე უფრო და უფრო უმატებს ქართველი ხალხის ძარცვას.

 

– თუმცა, ხაზარაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში ქვეყნის გადასარჩენად მოვიდა და მისი პარტია არის ერთადერთი, რომელსაც საქართველოს აყვავება შეუძლია!

 

– ხაზარაძე პოლიტიკაში ქვეყნის კი არა, საკუთარი თავისა და ნაძარცვი მილიონების გადასარჩენად მოვიდა. მან პარტია მხოლოდ მას შემდეგ შექმნა, რაც ბიძინა ივანიშვილთან კონფლიქტი მოუვიდა და იგრძნო, რომ შესაძლოა, ხალხის ძარცვით ნაშოვნ მილიონებზე პასუხი მოსთხოვონ. მოკლედ, ხაზარაძე და ჯაფარიძე, რომლებმაც პარტია სოროსისტულ-ლიბერასტულ-ნეოკომკავშირული აზროვნების მქონე ხალხით დააკომპლექტეს, პარლამენტში შესვლას იმიტომ ესწრაფვიან, რომ დეპუტატის იმუნიტეტის ქვეშ უფრო მშვიდად გააგრძელონ მოსახლეობის ძარცვა და თავიანთი ჯიბეების გასქელება.

 

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე ის კაცია, რომელიც ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა და საქართველოს სიამაყეს – მერაბ კოსტავას ხელიც კი მოუქნია; ხაზარაძე ჯიბის გასქელებით იყო დაკავებული მაშინ, როცა ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ვომობდით. ეს არის კაცი, რომელსაც მულტიმილიონერობის მიუხედავად, არასოდეს გაუმართავს ხელი სამშობლოსთვის სისხლდანთხეული ვეტერანებისთვის, რომელთაგანაც ბევრი სწორედ „თიბისი ბანკის“ მტაცებლური პოლიტიკის გამო დარჩა უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ.

 

– საბოლოო ჯამში, მაინც რა არის თქვენი კონკრეტული მოთხოვნა ხაზარაძესა და მის პარტიასთან მიმართებაში?

 

– ჩვენი მოთხოვნაა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ქართველი ხალხის ნაძარცვი ფულით შექმნილი პარტია „ლელო“ არჩევნებიდან მოიხსნას, რათა ყაჩაღ-ბანკირებს არ მიეცეთ საშუალება საქართველოს მოსახლეობის ყვლეფა სადეპუტატო იმუნიტეტის ქვეშ გააგრძელონ. „ქართული მარში“ ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ ხაზარაძის სოროსულ-ლიბერასტულ-ნეოკომკავშირული ძალა საქართველოს ხელისუფლებაში ვერ მოვიდეს!

 

– ფიქრობთ, რომ ხაზარაძესა და მის პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი გააჩნიათ?

 

– ხაზარაძის „პარტია“ პარლამენტში რამდენიმე დეპუტატითაც რომ მოხვდეს, ეს უკვე ხელისუფლებაში მოსვლაა, რადგან ყაჩაღ-ბანკირები პოლიტიკურ იმუნიტეტს მოიპოვებენ და უფრო თამამად გააგრძელებენ ხალხის ძარცვას.

 

ქართველმა ხალხმა ერთი რამ კარგად უნდა გაითავისოს – საქართველოს, რომელსაც უნიკალური სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, შეუძლია შვეიცარიაზე მდიდარი ქვეყანა იყოს, მაგრამ ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი სახელმწიფო ვართ სწორედ იმიტომ, რომ ათწლეულებია, მძარცველები გვმართავენ!

 

ხაზარაძისა და მისნაირთა ყაჩაღ-ბანკირულმა პოლიტიკამ, რომელიც ხელისუფლებებთან უნისონში ტარდებოდა, საქართველოში საშუალო ფენა მოსპო, 2 მილიონამდე ჩვენი მოქალაქე, რომელსაც დოვლათი უნდა შეექმნა და ერი გაემრავლებინა, უცხოეთში გადახვეწა და ქვეყანა ისეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა, რომ გაეროს მომაკვდავ ერთა ნუსხაში ვყავართ შეყვანილი.

 

ამის გამკეთებელი ხალხი პოლიტიკაში ყელყელაობასა და ძალაუფლებისკენ სწრაფვას კი არა, ქუჩაში თავის გაყოფასაც ვერ უნდა ბედავდეს. „ქართული მარში“ ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ნაცლიბერასტული და ყაჩაღ-ბანკირული დიქტატურა სამუდამოდ ჩაბარდეს წარსულს, ქვეყნის მართვა კი ეროვნული ძალების ხელში გადავიდეს და საქართველოს ისეთივე პატრიოტი და სამშობლოზე შეყვარებული პატრონი ჰყავდეს, როგორიც დონალდ ტრამპია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

 

– გარდა ამისა, რომ „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ხართ, საქართველოში ტრამპის მხარდამჭერ არასამთავრობო ორგანიზაციასაც ხელმძღვანელობთ. რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ამა წლის ნოემბერში გაიმართება, კვლავ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს?

 

– დიახ, სანამ „ქართული მარშის“ გენერალური მდივანი გავხდებოდი, აშშ-ში დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის“ წარმომადგენლობას ვხელმძღვანელობდი საქართველოში.

 

სწორედ დონალდ ტრამპი გახლავთ ამერიკის ის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის საკითხი საკანონმდებლო დონეზე აიყვანა და გამოსცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აშშ ფინანსურ სანქციებს დაუწესებს და დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

 

შეუძლებელია, საქართველოს პატრიოტი და ეროვნულად მოაზროვნე ქართველი მხარს არ უჭერდეს და პატივს არ სცემდეს დონალდ ტრამპს, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ ღმერთი უნდა დავაბრუნოთ ჩვენს გულებსა და საჯარო ცხოვრებაში! ტრამპი ღია ბრძოლას უცხადებს ლიბერალურ მაფიასა და ლგბტ პროპაგანდას, იცავს ოჯახის ინსტიტუტს და იბრძვის საკუთარი სამშობლოს სიდიადისთვის!

 

– ტრამპის დევიზიც სწორედ ეს არის – „Make america great again!“ – „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული!“

 

– როგორც ტრამპს აქვს მიზნად დასახული, რომ საკუთარი სამშობლო დიდებული და ძლევამოსილი გახადოს, სწორედ ასეთია „ქართული მარშის“ მიზანიც – გავხადოთ საქართველო დიდებული და წარმატებული ქვეყანა, ავაშენოთ ეროვნულ ტრადიციებსა და ფასეულობებზე დამყარებული თანამედროვე ევროპული სახელმწიფო, რომლითაც ყველა თაობა ვიამაყებთ! ჩვენ ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის იმედი გვაქვს და ქართველ ხალხს ჰქონდეს ჩვენი იმედი!

 

 

ჯაბა ხუბუა

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner