logo_geo
eng_logo
ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 02:55

 

 

 

ერთდროულად მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხების ადიდება გამოიწვია.

 

დაიტბორა მიმდებარე ტერიტორიები, ქუჩები, ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფერიაც.

 

მდინარე მეჯინისწყალში ხიდიდან ავტომანქანა გადავარდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

მეწყრული პროცესები განვითარდა ზედაღელის ქუჩის მიმდებარედ, სადაც ამ წუთებში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფება.

 

მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები და სპეცტექნიკა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner