logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: 2012 წლის შემდეგ ახალი საქართველოს მშენებლობა დაიწყო
- +

28 ივნისი. 2016. 12:55



ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, „2012 წლის მერე გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, შეიძლება ითქვას, რომ ახალი საქართველოს მშენებლობა დაიწყო".



კითხვაზე, პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მწვავე განცხადებები ხომ არ ნიშნავს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი ფიგურის სახით მოგვევლინება პოლიტიკაში, კალაძემ განაცხადა, რომ არ იცის, თუმცა იქვე დასძინა, რომ საქართველოში ყველა ადამიანს შეუძლია გამოთქვას საკუთარი შეხედულება და ამისთვის არავინ ისჯება.



არ ვიცი, ვერ გეტყვით, დღეს საქართველოში ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოთქვას საკუთარი შეხედულებები ქვეყანაში მიმდინარე საკითხებსა და კონკრეტულ მიმართულებებზე, ამის გამო არავინ ისჯება, არავის დასდევენ ქვებით, არავის იჭერენ. 2012 წლის მერე გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ახალი საქართველოს მშენებლობა დაიწყო", - განაცხადა კახა კალაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner