logo_geo
eng_logo
ბათუმის მერიაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით არჩილ ჩიქოვანმა საგანებო თათბირი გამართა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 12:32

 

 

ბათუმის მერიაში სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო თათბირი ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა გამართა. ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო სტიქიური მოვლენები განვითარდა, რამაც ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხებისა და ფერიისა და მეჯინისწყლის მდინარეების ადიდება გამოიწვია.

 

თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყლის ადიდების შედეგად, რამდენიმე მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა. მეწყრული პროცესები განვითარდა კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

 

დაზარალებული ოჯახები გადაყვანილები არიან სასტუმროებში.

 

ბათუმის მერიის სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაოები.

 

ბათუმის მუნიციპალური სერვისცენტრების მენეჯერები უწყვეტ რეჟიმში  ახორციელებდნენ მონიტორინგსა და ზარალის აღრიცხვას, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ.

 

დილიდან დაიწყო ქუჩების, კერძო და მრავალბინიანი ეზოების შლამისა და ტალახისგან გათავისუფლებისა და მორეცხვის სამუშაოები, რომელსაც  სანდასუფთავებისა და გამწვანების სამსახურები ახორციელებენ.

 

დაწყებულია დაზიანებული გზების, ქვაფენილისა და ბორდიურების აღდგენითი სამუშაოები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner