რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 9 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 186 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში 203 270 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.
საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდ-19-ის 1 194 643 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 21 077 ადამიანი.