logo_geo
eng_logo
თამარ აბესაძე: დავით გერლიანის დაკავება მოხდა უკანონოდ
- +

28 ივნისი. 2016. 13:11

 

 

„პრაიმტაიმთან" საუბრისას გერლიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული თავს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად მიიჩნევს.


ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ერთ-ერთ რესტორნიდან, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სრულიად უკანონოდ მოიტაცეს და ასევე უკანონოდ გამოამგზავრეს საქართველოში.


„გერლიანი მოიტაცეს რესტორნიდან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ეს ხდება  მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის და ამჟამად ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით.

 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს საბაბად მოსდეს, რომ თითქოს ის გადაადგილდბოდა უკრაინის ყალბი პასპორტით, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ის გახლავთ უკრაინის მოქალაქე და შესაბამისად, გააჩნია უკრაინული პასპორტი. თუ ყალბი პასპორტით დააკავეს და საქართველოში გამოადეპორტეს, წინასწარ ქართულ მხარეს რატომ არ შეატყობინეს?  ამით დაარღვიეს სახელმწიფოთაშორის შეთანხმება.

 

იმის ნაცვლად, რომ საქართველოს სამართალდამცავებისთვის შეეტყობინებინათ დეპორტაციის შესახებ, მათ წინასწარ აცნობეს „რუსთავი 2"-ს, რომელმაც გადაიღო, როგორ გამოდის გერლიანი თბილისის აეროპორტიდან, რის შედეგადაც წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკური სცენარით „ნაციონალებმა" ატეხეს ამბავი, თითქოს საქართველოში „კანონიერი ქურდები"  უპრობლემოდ შემოდიან.

 

ჩვენ მოვითხოვთ, უკრაინულმა მხარემ განმარტოს, რის საფუძველზე მოხდა დავით გერლიანის დეპორტაცია და რატომ არ ჩააყენეს საქმის კურსში ოფიციალური თბილისი. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება მოხდა უკანონოდ, სრულიად ხელოვნურად, კონკრეტული  პოლიტიკური ინტერესების გამო", - აცხადებს ადვოკატი თამარ აბესაძე.

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner