logo_geo
eng_logo
ისრაელში დამზადებულმა პრეპარატმა „კორონა“ დაამარცხა
- +

2 ოქტომბერი. 2020. 15:14

 

 

ისრაელში მცხოვრებ კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს იმედი გაუჩნდათ: ისინი, ვინც უკვე გაიარეს მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული მკურნალობა, გამოჯანმრთელდნენ. ამის შესახებ 30 სექტემბერს „მე-12 ტელეარხმა“ განაცხადა.

 

 

 

იერუსალიმის საავადმყოფოში „Hadassah“ (ეინ კერემი) ჩატარებული მკურნალობის კურსი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, ემყარება დონორებისგან აღებული ადამიანის უჯრედების გამოყენებას. შედეგად, პაციენტები გაწერეს აბსოლუტურად ჯანმრთელ მდგომარეობაში.

 

 

 

ექიმების თქმით, ცნობილი გახდა, რომ ლაპარაკია ახალ წამალზე, რომელშიც გამოიყენება ჯანმრთელი დონორის სისხლის უჯრედები და დღეს პირველად ხდება მსოფლიოში ამ პრეპარატით მკურნალობა, კლინიკური კვლევების ეტაპზე.

 

პრეპარატი, სახელწოდებით „Allocetra“, იქმნება მედიცინის პროფესორის, Hadassah-ის თერაპიული და კორონავირუსული განყოფილებების ხელმძღვანელის, დრორა მევორახას კვლევის საფუძველზე. წარსულში ეს პრეპარატი წარმატებით გამოიყენეს სეფსისით დაავადებულ 10 პაციენტზე, რომლებსაც განკურნების შანსი არ ჰქონდათ.

 

ექსპერიმენტი კორონავირუსით დაავადებულებზე ჩატარდა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ჰელსინკის კომისიის თანხმობით.

 

30 სექტემბერს Hadassah -დან გაწერეს ხუთი პაციენტი, რომლებიც განიკურნენ ვირუსისგან და რომლებიც იყვნენ მძიმე მდგომარეობაში (ორი მათგანი სიკვდილის პირას იყო). მათ გაიარეს უახლესი მეთოდით მკურნალობა და მონაწილეობა მიიღეს  მსოფლიოში პირველ კლინიკურ ექსპერიმენტში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner