logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი 6 ოქტომბერს ბერლინში სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდება
- +

2 ოქტომბერი. 2020. 16:21

 

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი 6 ოქტომბერს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ბერლინში შეხვდება. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

კანცლერის პრესმდივნის, ულრიკე დემერის თქმით, საუბრის მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში არსებული მდგომარეობა იქნება.

 

გერმანიის კანცლერი ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

 

რამდენიმე დღის წინ სვეტლანა ტიხანოვსკაია ვილნიუსში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.

 

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება ალექსანდრ ლუკაშენკომ მოიპოვა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner