-
+
2 ოქტომბერი. 2020. 16:25
ბელგიაში, ბრიუსელში აზერბაიჯანის დიასპორის წარმომადგენელმა ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოვლენები უჩვეულო ფორმით გააპროტესტა. მან სატვირთო მანქანა იქირავა და ზედ ელექტრონული ტაბლო დაამონტაჟა შემდეგი წარწერით: „სომხეთი გაერო-ს რეზოლუციებს არ იცავს“.
აზერბაიჯანის მოქალაქემ სატვირთო მანქანა, ბრიუსელის მოქალაქეებისა და ოფიციალური პირებისადმი მიმართვით, ევროპარლამენტის შენობიდან გაერო-ს შენობამდე გაატარა.


წყარო :